Monday, July 3, 2017

გალაკტიონის უცნობი ლექსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე - აბიტურიენტების შეფასებები

რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე - აბიტურიენტების შეფასებები. 

''ესსე იყო დასაწერი ერის კულტურაზე, რაც საკმაოდ რთული იყო. თუმცა ესსე მაინც დავწერე, მაგრამ არგუმენტირებული საერთოდ ვერ დავწერე. არაპროგრამული კითხვები არ იყო. ზოგადად, მე პირადად საკმაოდ გამიჭირდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა.''
‘’არც ისეთი რთული კითხვები იყო, ყველაფერი პროგრამიდან იყო, რაც გავლილი გვქონდა. ესსე იყო თემაზე ერების დაახლოება. არგუმენტირებულად უნდა დაგვწერა - კარგია თუ ცუდი? გამოცდის დროს არანაირი ხარვეზი არ ყოფილა და აბიტურიენტებს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.’’
‘’ტესტები მარტივები იყო. ესსე იყო კულტურების ასიმილაციაზე, არის თუ არა ეს კარგი - უნდა მოგვეყვანა არგუმენტები და კონტრარგუმენტები.‘’
‘’საშუალო სირთულის კითხვები იყო. ესსე იყო თემაზე: დაკარგავს თუ არა, უნიკალურობას კულტურა სხვა კულტურასთან შერწყმით. გალაკტიონის ერთ-ერთი საერთოდ უცნობი ლექსი იყო, რომელიც პროგრამაში არ იყო. პროგრამიდან შემხვდა შუშანიკის წამება’’.  
‘’ესსე იყო ერების კულტურულ დაახლოებაზე. გაჭირვებით არც ერთი საკითხი არ გამჭირვებია. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.''
etaloni.ge 

No comments:

Post a Comment