მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, სპეციალურად ნავარჯიშები დელფინები, კალიფორნიის ზღვის ღორებს, "ვაკიტებს" დაიცავენ, რომლებიც გადაშენების პირას არიან. ინფორმაციას ამის შესახებ Phys.org-ი ავრცელებს.
მექსიკის გარემოს დაცვის მინისტრის რაფელ პაკიაოს განცხადებით, დელფინებს ავარჯიშებენ, როგორ მოძებნონ "ვაკიტების" ხროვა საზღვაო თავშესაფარში და დაიცვან როგორც უკანონო თევზაობისგან, ასევე მტაცებლებისგან.
მეცნიერების თქმით, კალიფორნიულ ყურეში, მხოლოდ 40 ზღვის ღორია დარჩენილი.
მეცნიერების თქმით, კალიფორნიულ ყურეში, მხოლოდ 40 ზღვის ღორია დარჩენილი.
პაკიაოს განცხადებით, დელფინების პროექტი, რომელიც მექსიკამ, აშშ-ის საზღვაო ცენტრთან ერთად გაიარა, სექტემბერში ამოქმედდება. "ჩვენ გვინდა, რომ "ვაკიტების" მაქსიმალური რაოდენობა მოვაგროვოთ. შევუქმნათ მათ გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები და გადავარჩინოთ,"- განაცხადა მინისტრმა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment