Sunday, July 9, 2017

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი  ნინო კაცაძე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა განაცხადა, მათ ამ დრომდე მკურნალი ექიმისგან განმარტებები არ მიუღიათ. მათივე ინფორმაციით, ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
ნინო კაცაძის მხარდამჭერი აქცია მათ გუშინ საავადმყოფოს ეზოში გამართეს.შეკრებილებმა მედპერსონალი უყურადღებობასა და გულგრილობაში დაადაშაულეს. მათი თქმით, პაციენტი რამდენიმე დღე უგონო მდგომარეობაში აპარატზე იყო მიერთებული და მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. 34 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას კი ორ თვის წინ ჭარბჭონიანობის გამო ჩატარებულ ოპერაციას უკავშირებენ.
გუშინვე ბრალდებებს საავადმყოფოში უპასუხეს. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ჰოსპიტალური განვითარების ცენტრის დირექტორმა, ეკა ქავთარაძემ პაციენტ ნინო კაცაძის ახლობლების ბრალდებები უარყო. როგორც ქავთარაძემ განაცხადა, ექიმები პასუხისმგებლობას იღებენ როგორც წარსულში, ისე ახლა ჩატარებულ მკურნალობაზე.
ექიმის განმარტებით, პაციენტ კაცაძის მდგომარეობა იყო მძიმე და იმ დიაგნოზს შეესაბამებოდა, რომელი დიაგნოზითაც არის ოფიციალურად მოყვანილი - ეს არის ინსულტი.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment