Monday, July 3, 2017

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი,  მუშაობდა "მსოფლიო ბანკის" პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.



ლევან ზაუტაშვილმა გოჩა ზეიკიძე შეცვალა.



ზეიკიძემ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
rustavi2.ge

No comments:

Post a Comment