ფოთის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ბრიგადა მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის დამატებითი ბრიგადები ფოთში მეზობელი რაიონებიდან მიემართებიან.
ფოთის ბაზრობის ხელმძღვანელის, თეა ბელქანიას ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ბაზრობის ნახევარს მოედო.
ადგილზე მისულ რამდენიმე მაღაზიის მეპატრონეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ფოთის ბაზრობაზე 50-მდე მაღაზია და 144 დახლია განთავსებული.
ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
1tv.ge
No comments:
Post a Comment