Tuesday, July 4, 2017

IV ვარიანტის საკითხები – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას მარტივად არ აფასებენ. განსაკუთრებით ჩივიან მეორე და მესამე ვარიანტის ესეს თემაზე. მეოთხე ნაკადიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ტესტები საშუალო სირთულის იყო. ნაწილი კი მას რთულად აფასებს.
აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობენ, გამოცდა რთული არ იყო, თუმცა ტექსტის რედაქტირება ნაწილს მაინც გაუჭირდა.
“თემებზე მეტად რედაქტირება გამიჭირდა, მგონი ცოტა რთული ტექსტი იყო. რაც შეეხება ესეს საკმაოდ მარტივი იყო. უნდა დავთანხმებოდით ან შევწინააღმდეგებოდით, “ვიცით თუ არა ჩვენი ისტორია ისე, როგორც ვამაყობთ”. თემებს რაც შეეხება, ერთი “ვეფხისტყაოსნიდან” იყო ქაჯეთის ციხის ეპიზოდი და მეორე თემა არასაპროგრამო ჯავახიშვილის “არსენა მარაბდელი” იყო. მე ვეფხისტყაოსანი დავწერე”, – გვითხრა გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
რამდენიმე აპლიკანტმა განგვიცხადა, რომ ტექსტის რედაქტირება გაუჭირდათ. მათმა ნაწილმა ტექსტში 12-14-15 შეცდომაზე მეტი ვერ აღმოაჩინა.
“დაწერა არ გამჭირვებია მაგრამ რედაქტირება რამდენად სწორად გავაკეთე არ ვიცი 14 შეცდომა ვიპოვე მეტი ვერა. იმედია, რომ სწორად გავაკეთე”, – განაცხადა აბიტურიენტმა.
„ტექსტის გააზრება ვეფხისტყაოსანი მოვიდა და არ გამჭირვებია, რაც შეეხება ესეს, ეს იყო ისტორიული და, დაახლოებით, ასე ჟღერდა: ,,ვამაყობთ ჩვენი წარსულით, მაგრამ რეალურად არ ვიაზრებთ მას“.  ვფიქრობ, რომ გამოცდაზე მაღალ ქულას ავიღებ“, – გვითხრა გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა გიორგი მღებრიშვილმა. მან ტესტზე მუშაობა პირველმა დაასრულა.
,,გასარედაქტირებელი ტექსტი ჯვრის მონასტერიდან იყო ამონარიდი და კიდევ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, – ამბობს ნუცა გოგიჩაშვილი.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დღეს სრულდება. 5 ივლისს აბიტურიენტები დაისვენებენ. 6-7 ივლისს კი ზოგადი უნარების გამოცდა კვლავ ორ სესიად ჩატარდება.
გამოცდის მეორე დღეს რამდენიმე დაგვიანების ფაქტი დაფიქსირდა. ასევე რეგისტრირებულთა დაახლოებით 4% გამოცდაზე არ გამოცხადებულა.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                   ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment