Wednesday, December 6, 2017

10 თვეში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის 3 121 შემთხვევა დაფიქსირდა


მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, ქალთა და ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის 3 121 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ”ინტერპრესნიუსმა” ოფიციალური მონაცემები საქართველოს შს სამინისტროსგან გამოითხოვა. 
 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უწყების ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერების მიხედვით, ფიქსირდება 2 967 მსხვერპლი ქალი და 154 მსხვერპლი არასრულწლოვანი. 
 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
 
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სამართალდამცავებმა ოჯახური ძალადობის 963 შემთხვევა დააფიქსირეს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 1 356 შეადგინა.
ipn,ge

No comments:

Post a Comment