Wednesday, December 6, 2017

ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.  
ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის კორპუს 2ა-2ბ-სთან - 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ - 23. სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე ავტომანქანების დგომის 65 ადგილი შეიზღუდა. ასევე, ჭავჭავაძის N37-თან ტროტუარებზე პარკირების 12 ადგილი გაუქმდა. ანალოგიური ცვლილებები შეეხო ყაზბეგის გამზირის N9ა-ში არსებულ პარკირების სამ ადგილსაც.  
თბილისის მერია ქვეითთა უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად, ტროტუარებზე პარკირებას ეტაპობრივად აუქმებს. 2014 წელს ქვეითთა სავალ ზოლზე არსებული 2 200 ადგილიდან დღეისთვის, სულ 924-ია დარჩენილი. პარალელურად,  სხვადასხვა უბანში, ავტომობილების 186 სადგომი ადგილი დაემატა, მათ შორის, რიყის ტერიტორიაზე - 105, წინანდლის ქუჩაზე - 30, ხოლო ვირსალაძისა და ხიდის ქუჩებზე, სადაც ამჟამად, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯამში 40 ადგილი.
მითითებულ მისამართებზე მერია პარკირების ადგილებს შშმ პირთათვის გამოყოფს.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment