Friday, December 8, 2017
საქართველოში არსებული უნივერსიტეტები მსოფლიოს საუკეთესო 1000 უნივერსიტეტს შორის ვერ მოხვდნენ
საქართველოში არსებული უნივერსიტეტები მსოფლიოს უნივერსიტეტების 1000-ეულში ვერ მოხვდნენ. bpn.ge-ს ინფორმაციით, რეიტინგი, რომელსაც Times Higher Education ყოველწლიურად აქვეყნებს, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს სხვადასხვა მიმართულებით იკვლევს და ყოველი წლის ბოლოს ახალ რეიტინგს ადგენს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რეიტინგი მოიცავს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს და შესაბამისად, ყველა სხვა დანარჩენ უნივერსიტეტს 1001+ ადგილი ენიჭება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული უნივერსიტეტები 1000-ეულში არ მოხვდნენ. ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც აღნიშნულ ჩამონათვალში ფიქსირდება, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც 1001+ ადგილი აქვს მინიჭებული.
რაც შეეხება ლიდერ პოზიციებს, პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში, ამ რეიტინგის სათავეში არ დგას ამერიკული უნივერსიტეტი და პირველობა წელს ოქსფორდის უნივერსიტეტს ეკუთვნის, რომელიც წინა რეიტინგში მეორე ადგილზე იყო. მას მოჰყვება ასევე ბრიტანული კემბრიჯის უნივერსიტეტი და მხოლოდ შემდეგ, მესამე პოზიციაზეა ამერიკული უნივერსიტეტი - კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. მასთან ერთად მესამე ადგილს იყოფს სტენფორდის უნივერსიტეტი, მეხუთეა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი და წელს მხოლოდ მეექვსეა, გასული წლის ლიდერი, ჰარვარდის უნივერსიტეტი. რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზეა ამერიკული პრინსტონის უნივერსიტეტი, მერვეზე კი ლონდონის Imperial College. მეცხრე ადგილზეა ჩიკაგოს უნივერსიტეტი და მეათე პოზიციაზეა ორი უნივერსიტეტი - შვეიცარიის ფედერაციის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ციურიხიდან და პენსილვანიის უნივერსიტეტი.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ცნობისათვის, Times Higher Education უნივერსიტეტების რანჟირებას ახდენს სხვადასხვა კუთხით, მათ შორის სწავლების, კვლევების, ნაშრომებისა და სტიპენდიების რაოდენობისა და სხვა რამდენიმე კომპონენტის მიხედვით.
ipn.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment