👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საუკეთესო ენერგეტიკული სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა. როგორც gbc წერს, 125 ქვეყნის მონაცემებით რეიტინგი „მსოფლიო ენერგეტიკულმა საბჭომ“ მოამზადა. ამ სიაში საქართველოს რეგიონის მეზობბლები უსწრებენ: აზერბაიჯანი 31 -ე ადგილზეა, რუსეთი 44-ზე, თურქეთი 50-ზე, ხოლო სომხეთი - 52 ადგილზეა.
ინდექსი ითვალისწინებს ქვეყნების მიერ ენერგოსისტემის უზრუნველყოფას 3 კრიტერიუმით: „ენერგეტიკული უსაფრთხოება“ (მონაცემში გათვალისწინებულია ენერგიის ადგილობრივი და უცხოური წყაროები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საიმედოობა და მომწოდებლების შესაძლებლობა დააკმაყოფილონ არსებული და სამომავლო მოთხოვნა), „ენერგიაზე ხელმისაწვდომობა“ (უნივერსალური და ფინანსური ხელმისაწვდომობა) და "გარემოსდაცვითი მდგრადობა“ (მონაცემი აჩვენებს რამდენად კარგად მართავს ქვეყანა კომპრომისებს).
პირველ კომპონენტში საქართველო 75-ე ადგილზეა, მეორეში 79-ე პოზიციას იკავებს, გარემოსდაცვით მიმართულებაში კი, 125 ქვეყანას შორის 54-ეა.
რეიტინგში პირველი სამეული ასე გამოიყურება: დანია, შვედეთი და შვეიცარია
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment