აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში იმპორტის მოცულობით 108-ე ადგილზეა. 2016 წელს საქართველოში 6,640,000,000 დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა. ამის შესახებ Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.
ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნების ათეული შემდეგია:
- ამერიკის შეერთებული შტატები - $2,208,000,000,000
- ჩინეთი - $1,495,000,000,000
- გერმანია - $1,022,000,000,000
- გაერთიანებული სამეფო - $588,400,000,000
- იაპონია - $583,500,000,000
- საფრანგეთი - $536,700,000,000
- ჰონგ კონგი - $520,100,000,000
- კანადა - $413,400,000,000
- ნიდერლანდების სამეფო - $402,900,000,000
- კორეის რესპუბლიკა - $391,300,000,000
სიაში 23 ადგილს რუსეთი იკავებს - 191,600,000,000 დოლარი იმპორტით; 24-ე ადგილზე თურქეთია 191,000,000,000 დოლარიანი იმპორტის მოცულობით; აზერბაიჯანი 98-ე ადგილზეა 9,004,000,000 დოლარით, სომხეთი კი 145-ზე 2,835,000,000 დოლარიანი იმპორტით.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში იმპორტის მოცულობა 0.5%-ით შემცირდა და 7 243 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment