Thursday, December 14, 2017

ხვალ სემეკი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე იმსჯელებს

ხვალინდელ სხდომაზე სემეკში ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. 
კერძოდ, საჯარო სხდომაზე იმსჯელებენ ჰიდროელექტროსადგურების - „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფებზე, ასევე, „ენერგოტრანსის“, „საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის 2018-2020 წლების ტარიფებზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment