Friday, December 15, 2017

ზუგდიდის ბულვარის რეაბილიტაცია 2018 წლის ზაფხულში დასრულდება

ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების,სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება.
შეიცვლება სკამები და სანაგვე ურნები, ბულვარის ტროტუარებზე შშმ პირების დაუბრკოლებელი მოძრაობისათვის მოეწყობა პანდუსები, ასევე განახლდება ბულვარის გამწვანება.
""პირველ ეტაპზე, 2017 წლისთვის დაგეგმილია არხის სადემონტაჟო სამუშაოები და ახალი რეკონსტრუირებული არხის მშენებლობა, პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება, არხის დახურული უბნების, პანდუსებზე და გადასასვლელბზე მოაჯირების, ასევე არხის თავზე ბუნებრივი გარნიტის ბორდიურების მოწყობა, სარწყავი სისტემების, წყალსაწრეტი ცხაურებისა და მილების მონტაჟი, დეკორატიული ქოთნების მოწყობა. დენდროლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, მცენარეთა მოვლა-პატრონობა 2018 წლის თებერვალსა და მარტში, გაზაფხულზე განხორციელდება,"- ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამუშაოები 2018 წლის 7 ივნისს დასრულდება. პროექტის ღირებულება 789 970 ლარს შეადგენს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment