ოსლოში კატამ სარეცხ მანქანაში 40 წუთი გაატარა. ოჯახის დიასახლისმა სარეცხი მანქანა 30 გრადუს ტემპერატურაზე ისე ჩართო, რომ შიგ მოთავსებული კატა არ შეუნიშნავს. ინფორმაციას ნორვეგიული მედია ავრცელებს.
კატა მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, როცა მანქანიდან სარეცხი გამოიღეს. „ის იმაზე მეტად სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე არის. მისი გამოხედვა იყო საცოდავი, ორიენტაციის უნარი დაკარგული ჰქონდა და მთელი დღე ცუდად იყო“, - ასე აღწერეს კატის მდგომარეობა ოჯახის წევრებმა.
კატა ვეტერინართან წაიყვანეს და მას შესაბამისი მკურნალობაც ჩაუტარდა. ვეტერინარის თქმით, მსგავსი შემთხვევები არც თუ უშვიათია, მაგრამ შედეგი უმეტესად ცხოველებისთვის ფატალური შედეგით სრულდება.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment