👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2018 წლის იანვრიდან ფუნქციონირებას საქართველოს ქალთა კალათბურთის კავშირი იწყებს. კავშირის ხელმძღვანელებმა უახლოეს გეგმებზე დღეს ისაუბრეს.
ქალთა კალათბურთის კავშირის პრეზიდენტი ნინო ყიფშიძე, ვიცეპრეზიდენტი კი თორნიკე გიორგობიანი იქნება. საწყის ეტაპზე ფედერაციაში შვიდი ადამიანი იქნება გაწევრიანებული.
2018 წელს ქალთა კალათბურთში არსებული ყველა შიდა შეჯიბრი საქართველოს ქალთა კალათბურთის კავშირის ეგიდით ჩატარდება. მოგვიანებით კი რეგიონებში სხვადასხვა ასაკში შეჯიბრების ჩატარება და მწვრთნელების გადამზადების პროგრამის განხორციელება იგეგმება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment