👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ძალიან ვწუხვარ, როცა ვხედავ როგორ იქცა ჩემი მიშა სხვა მიშად"- ამის შესახებ "იმედს" ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსმა ვლადიმერ სოკორმა განუცხადა.
"დღეს მე ვხედავ მიშას, რომელიც კიევის ქუჩებშია გამოსული და მოითხოვს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იმ ქვეყნის პრეზიდენტს, სადაც ომია. ბატონ სააკაშვილს დესტაბილიზაცია შეაქვს უკრაინაში. მას არ აქვს კონკრეტული დღის წესრიგი. მას ამოძრავებს პირადი ამბიციები, პიროვნული ზიზღი და სიძულვილი. დღეს მე ვხედავ მიშას, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე წლების წინ ახასიათებდა სიძულვილით სავსე პიროვნებად, რომელსაც არ ჰქონდა კონკრეტული პროგრამა და კონსტრუქციული მესიჯები" -განაცხადა სიკორმა.
ვლადიმერ სოკორი წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერ სტატიებს ის ფონდის ვებგვერდზე სისტემატურად აქვეყნებდა.
ვლადიმერ სოკორი წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერ სტატიებს ის ფონდის ვებგვერდზე სისტემატურად აქვეყნებდა.
მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კურჩენკო.
სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment