Thursday, December 14, 2017

300 რუსი სპორტსმენი ანტისადოპინგო სააგენტოს შავ სიაში აღმოჩნდა

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს დოპინგის გამოყენებაში ეჭვმიტანილი 300 მოქმედი რუსი სპორტსმენის სია გადაუგზავნა. ამის შესახებ Inside the Games-ი წერს. 
გამოცემის ცნობით, სიაში როგორც ზაფხულის,ასევე ზამთრის სპორტის სახეობის წარმომადგენლები მოხვდნენ. სადოპინგო სააგენტოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღანელის განცხადებით, მათ სახელებს 25 ფედერაციას გადაუგზავნიან.
5 დეკემბერს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები, ვერ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით. რუს სპორტსმენებს უფლება აქვთ მხოლოდ ნეიტრალური ოლიმპიური დროშის ქვეშ ასპარეზობის. კომიტეტმა დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ რუსეთში სახელმწიფოს დონეზე შექმნეს და ხელს უწყობდნენ დოპინგის მიღების სისტემას.

ცერემონიაზე აიკრძალა რუსული ჰიმნი, მის ნაცვლად დაუკრავენ ოლიმპიურ ჰიმნს. რუსებს ფორმებზე მიაწერენ: "ოლიმპიური სპორტსმენი რუსეთიდან".
imedinews.ge

No comments:

Post a Comment