Sunday, December 17, 2017

სანქტ-პეტერბურგში ძიუდოს მასტერსის ფინალში 3 ქართველი გავიდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ფინალში სამი ქართველი იასპარეზებს.  90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ბექა ღვინიაშვილი. მან ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში ღვინიაშვილი სამხრეთ კორეელ ფონღან გვაკს დაუპირისპრიდება100 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრაში ვარლამ ლიპარტელიანმა უნგრელი მილკოს ცირიენიჩი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში ლიპარტელიანი ჰოლანდიელ მიქაელ კორელს დაუპირისპირდება.მძიმე წონაში კი გურამ თუშიშვილმა ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში თუშიშვილი სამხრეთ ასევე ბრქზილიელ დავით მოირას დაუპირისპრიდება. ტურნირის ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან განახლდება.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment