Sunday, December 17, 2017
ჰაკერების 2018 წლის სამიზნეები დასახელდა
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეშიუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ჰაკერებმა თავდასხმები შეიძლება ტელევიზორების, სათვალთვალო კამერების, დინამიკების, ყავის მოსადუღებელი აპარატების და ავტომობლების გზით განახორციელონ, - წერს ნორვეგიული გაზეთი Dagbladet-ი.
ამ მოსაზრებას იზიარებს Trend Micro, რომელიც უსაფრთხოების სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა. ფირმაში ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული სმარტ-ობიექტები, რომლებიც ყოველდღიურად მილიონობით იყიდება, არ არის დაცული უსაფრთხოების სტანდარტული ზომებით, რაც კატასტროფაა. ექსპერტების აზრით, 2018 წელს, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ადგილი სწორედ ეს სმარტ-ობიექტები იქნება, რომელთა უმრავლესობაც უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინების გარეშეა შექმნილი.
"2018 წელს ეს იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოებისთვის პოტენციური ბომბი, რადგან ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ რისკებზე, როდესაც სათვალთვალო კამერას ან ტელევიზორს ინტერნეტის ქსელს უერთებენ. თუ ჰაკერს წვდომა ექნება სახლის სმარტ-ობიქტთან, მას გაუჩნდება შესაძლებლობა გატეხოს სახლის მთელი ციფრული სისტემა", - აცხადებენ Trend Micro-ში.
ექსპერტების თქმით, სისტემის ავტომატური განახლების რეჟიმზე დაყენება, როგორც ეს მაკის კომიუტერების და პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაშია, ასეთი შეტევებისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
Subscribe to:
Post Comments (Atom)

No comments:
Post a Comment