დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად სამი მებრძოლი მოკლეს. როგორც რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, ისინი ტერორისტულ აქტებთან კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილები. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მებრძოლები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სამართალდამცვმა ორგანოებმა ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, რომ ისინი დაღესტნის სოფელ გუბდენში ერთ-ერთ კერძო სახლში იმალებოდნენ.
უსაფრთხოების სამსახურმა შენობის ბლოკირება მოახდინა და ახლომდებარე სახლებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. ორმხრივი სროლის შედეგად 3 ეჭვმიტანილი დაიღუპა.
ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ერთ-ერთი ლიკვიდირებული ალიგაჯი ხამუტაევია, რომელსაც რვა ადამიანის მკვლელობასა და პოლიცილების კოლონაზე თავდასხმაში ედებოდა ბრალი.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment