ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, 2017 წლის მესამე კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17.6%-ით გადააჭარბა და 594,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
რაც შეეხება სამივე კვარტლის ჯამურ მაჩვენებელს, „საქსტატის“ მონაცემებით, 1,346.5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე თითქმის 3%-ით მეტია.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, 2017 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კერძოდ, ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი მოცულობის 25,9 %-ია, აგრეთვე თურქეთიდან (მთლიანი მოცულობის 23.3 5), გაერთიანებული სამეფოდან (10.7 %), ნიდერლანდებიდან (10.4 %) და სხვ.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებს სექტორულ ჭრილში, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში (საერთო მოცულობის 29.9 %), მშენებლობაში (19,5 %), ენერგეტიკასა (12.2 %) და საფინანსო სექტორში (12 %).
ამასთან, 2017 წლის III კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატებაა სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილში.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2016 წლის III კვარტალში აღნიშნულ სექტორში 12 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დაფიქსირდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ინვესტიციამ სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილში 30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment