Thursday, December 14, 2017

ინციდენტი 62-ე სკოლაში - ერთ-ერთი მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი


შარტავას ქუჩაზე მდებარე 62-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლის დირექციამ განუცხადა, "უბრალოდ ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც გამორბოდა, მეორე ბავშვის მიერ მოულოდნელად გამოღებულ კარს დაეჯახა, რის შემდეგაც მან დაზიანება მიიღო".
 

მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის დაზიანების შესახებ იგივე ინფორმაცია აქვთ სასწრაფო დახმარების სამსახურშიც.
 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
გავრცელებული ინფორმაციით, 62-ე სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე, მე-5 კლასელებს შორის ჩხუბის შედეგად დაშავდა.
allnews.ge

No comments:

Post a Comment