Thursday, December 14, 2017

მეცნიერებმა განსაზღვრეს კაცის ტიპი, რომელსაც ქალები სიმპათიურად მიიჩნევენ

ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ მათთვის კუნთებსა და სხეულის აღნაგობას კაცთან ურთიერთობისას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ავსტრალიელი და ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს. მეცნიერებმა განსაზღვრეს კაცის ტიპი, რომელსაც ქალები სიმპათიურად მიიჩნევენ. კვლევის შესახებ ინფორმაცია The Guardian-ში გამოქვეყნდა.
გამოცემის ცნობით, ექსპერიმენტში 160 ქალი მონაწილეობდა. მათ დაავალს ფოტოებიდან შეერჩიათ მათთვის მეტნაკლებად მიმზიდველი კაცი. ფოტოებზე კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტი ბიჭები იყვნენ გამოსახულნი - მათ შორის მოცეკვავეები და სპორტით დაკავებული ბიჭები. ამასთან, ფოტოებზე მხოლოდ მათი სხეული იყო აღბეჭდილი.
კვლევაში მონაწილე ქალების 70%-მა დაკუნთული კაცები მოიწონეს. 
შეგახსენებთ, რომ ასევე გამოქვეყნდა გერმანელი მეცნიერების კვლევა, რომლის მიხედვითაც სპორტის ზოგიერთ სახეობას კაცებში პოტენციის დაქვეითება შეუძლია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment