Wednesday, December 6, 2017

მთელი ქვეყნის დასაქმებულთა 64% თბილისში მუშაობს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
საქართველოს მასშტაბით დასაქმებულთა 64% თბილისში მუშაობს. საქსტატის ცნობით, 2016 წელს საქართველოში 1 763 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ამის შესახებ გამოცემა "კომერსანტი" გაზეთ "რეზონანსზე" დაყრდნობით წერს.
2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3 729 635 ადამიანს შეადგენს. აქედან 1 591 000-მდე ადამიანი მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ცხოვრობს, 2 128 500 კი - ქალაქებში.
რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით 9.3%-ით აჭარა ლიდერობს. შემდეგ მოდის იმერეთი - 7.0%. მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი - 5.5%, რომელსაც მოჰყვება სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.9%-ით.
გაზეთი წერს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა რეგიონებში დასაქმებულთა ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი აღნიშნული არ არის. სამაგიეროდ, ზუსტად არის ცნობილი ის, რომ დედაქალაქში დასაქმებულთა 64%-ია თავმოყრილი.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment