Wednesday, December 6, 2017

ეკა ბესელია კიევში მიმდინარე მოვლენებს აფასებს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
„რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ბუნებრივია არ ჯდება ნორმალურ და ჯანსაღ ჩარჩოებში. ძალიან ლოგიკურად ჩნდება განცდა, რომ ყველაფერი რასაც აკეთებდა სააკაშვილი საქართველოში წლების განმავლობაში, პროდასავლური მანტიით და პროდასავლური დროშის ქვეშ, შედეგების თვალსაზრისით ეს მაინც ემსახურებოდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ინტერესებს“, - აცხადებს პარლამენტარი ეკა ბესელია უკრაინაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილს არც საქართველოსთვის მოუტანია სიკეთე და ის სარგებელს ვერც უკრაინას მოუტანს. 
მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment