👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისარელის დედაქალაქად გამოცხადებას ახლო აღმოსავლეთში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები დაიწყო. ამის შესახებ itv-ი წერს.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პორტრეტები, ასევე აშშ-ისა და ისარელის დროშები დაწვეს.6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.
ისრაელის პრემიერმა აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ისტორიული უწოდა და დონალდ ტრამპს "მამაცი და სამართლიანი" გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ მოძრაობა ჰამასმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება იერუსალიმზე ომის გამოცხადების ტოლფასია.
აშშ-ის მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხვალ გაერო-ს უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს.
აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.
იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალაქი, როგორც ისრაელი, ასევე პალესტინური საკუთარ დედაქალაქად განიხილავს. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment