Thursday, December 7, 2017

ლიცენზირებული ავტოსკოლები მართვის მოწმობის წესის შეცვლაზე არ გაუფრთხილებიათ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ლიცენზირებული ავტოსკოლების ხელმძღვანელები მართვის მოწმობის წესის შეცვლაზე არ გაუფრთხილებიათ. ერთ-ერთი ავტოსკოლის ხელმძღვანელი მადონა მენთეშაშვილი ამბობს, რომ რაიმე ცვლილების შემთხვევაში ავტოსკოლებისთვის ინფორმაცია 1 თვით ადრე უნდა მიეწოდებინათ, შესაბამისად, ის ამბობს, რომ მართვის მოწმობის გამოცდის წესი ახალი წლიდან არ შევა ძალაში.
"ავტორიზებული სკოლები 4 კვირით ადრე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, ანუ დაახლოებით 1 თვით ადრე მაინც გაავრცელებდნენ ოფიციალურ ინფორმაციას და გარკვეულ თარიღსაც ზუსტად იტყოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, თეორიული ნაწილის ჩაბარების წესის შეცვლას არ ველოდებით. ველოდებით მხოლოდ პრაქტიკულის შეცვლას. ანუ თეორიულ გამოცდას არსებული წესით ჩააბარებენ, შემდეგ ჩააბარებენ მოედანს და მესამე ელემენტად ემატება ქალაქი. იანვრიდან სავარაუდოდ ეს ყველაფერი არ იქნება. ზოგადად მოსწავლის დარეგისტრირება რუსთავში ხდება, დღესაც ვიყავი მომსახურების სააგენტოში და არავის უთქვამს, რომ რამე ცვლილებებია კანონმდებლობაში",- განაცხადა მადონა მენთეშაშვილმა.
ავტოსკოლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გამოცდის ჩაბარების არსებულ სისტემას დაემატება მესამე ელემენტი - ქალაქში სწავლება.
"მოედანზე ტარება შედარებით მარტივია და მოსწავლე მარტივად აბარებს, თუმცა ამის შემდეგ ქალაქში გასასვლელად მზად არ არის. ამიტომ საჭიროა შესაბამისი ცოდნის გაზრდა, რომ მართვის მოწმობის აღების შემდეგ თავისუფლად შეძლოს ქალაქში მოძრაობა",-აღნიშნა ავტოსკოლის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ცვლილების მოლოდინის ფონზე, მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად არ გაზრდილა.
"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ დღეს თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 1 იანვრიდან მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
შეგახსენებთ, რომ მძღოლებს, რომელთაც 100 ქულა ამოეწურათ, მართვის მოწმობის ხელახლა ასაღებად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამისათვის მათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩააბარონ. ხოლო გადაბარების შემდეგ ქულების კვლავ განულების შემთხვევაში უფრო მკაცრი სანქციებია.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment