"თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას ნებაყოფლობით არ დატოვებს, კანონის შესაბამისად მისი ექსტრადიცია მოხდება"-ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.
უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში იური ლუცენკომ ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა.
ლუცენკოს განმარტებით, სააკაშვილის მომავალი მისსავე გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „სააკაშვილს აქვს შანსი ნებაყოფლობითი დეპორტაციით დაბრუნდეს საქართველოში, ან მის მიმართ გატარდება უკრაინის კანონით გათვალისწინებული ზომები. მეორე ვარიანტად განიხილება მისი გაძევება ექსტრადიციის გზით“, - განაცახდა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.
11 დეკემბერს ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
მანამდე, უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებდა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი არ განიხილებოდა.
მანამდე, უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებდა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი არ განიხილებოდა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment