Tuesday, December 12, 2017

ჟენევის მოლპარაკების პირველ შეხვედრას ქართული მხარე პოზიტიურად აფასებს

ჟენევის მოლპარაკების პირველ შეხვედრას ქართული მხარე პოზიტიურად აფასებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის,  ლაშა  დარსალიას ინფორმაციით, პირველი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ორმხრივ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრაზე ის საკითხები შეაჯერეს, რომლებზეც დღეს ძირითად შეხვედრაზე იმსჯელებენ. დარსალიას განცხადებით ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის, გადაადგილების შეზღუდვისა და ე. წ პასპორტიზაციის საკითხს დააყენებს. ასევე საუბარი იქნება  ოკუპირებულ ტერიტირიებზე განათლების საკითხსა და ეთნიკური იდენტობის იძულებით შეცვლის თაობაზეც.  
imedinews.ge

No comments:

Post a Comment