Tuesday, December 12, 2017

იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად ხელმეორედ აირჩიეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად 2020 წლის 30 სექტემბრამდე იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება ალიანსის წევრმა ქვეყნებმა დღეს მიიღეს. ამის შესახებ Indenpendent-ი წერს.
იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სტოლტენბერგს გერმანიის "სრული მხარდაჭერა აქვს". 
იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად 2014 წლის 1 ოქტომბერს აირჩიეს. ის ნატოს მეცამეტე გენერალური მდივანია.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment