Tuesday, December 12, 2017

პრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძისა და ელგუჯა ხოკრიშვილის ელჩებად დანიშვნას ხელი მოაწერა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ვიქტორ დოლიძისა და ელგუჯა ხორკიშვილის ელჩად დანიშვნის ბრძანებას. პრეზიდენტმა ხოკრიშვილსა და დოლიძეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურები დღეს წარადგინა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment