Monday, December 4, 2017

თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისში ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. მუზეუმის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა.
მუზეუმში პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები - ავეჯი, ხალხური საკრავები და სხვა მასალებია დაცული. 
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია სახლ-მუზეუმში 2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment