👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 74 წლის მიშა გოგია დაცვის პოლიციის თანამშრომელს ლადო შამათავას ცემაში ადანაშაულებს. როგორც გოგია ამბობს, ინციდენტი თანასოფლელებს შორის 30 ოქტომბერს მოხდა.
როგორც მიშა გოგიამ imedinews-ს უთხრა, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც მან (დაახლოებით) 8 პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საქონელი საძოვარზე შეუშვა. გოგიას თქმით, ამ დროს მოულოდნელად ახალგაზრდა კაცმა მას ჯერ ჯოხი დაარტყა მხარზე, შემდეგ კი ფეხისა და მუცლის არეში სცემა.
კონფლიქტის განმუხტვა, როგორც მიშა გოგია ამბობს, ადგილზე მისულმა პოლიციამ შეძლო, მათ შორის ლადო შამათავას ძმამ, რომელიც ოჯახის ინფორმაციით, ასევე ხობის პოლიციის თანამშრომელია. მოხუცის თქმით, მან ოჯახს ბოდიში მოუხადა, რის გამოც ისინი მზად იყვნენ ჩადენილი ეპატიებინათ. თუმცა, როგორც მიშა გოგიას მეუღლე, ეთერ გოგია ყვება, თავად ლადო შამათავას სინანულის გრძნობა არ ჰქონდა, პირიქით მან მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა არ შეწყვიტა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იმუქრებოდა. სწორედ ამიტომ ოჯახმა საქმის გამოძიება მოითხოვა და პოლიციას განცხადებით მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რაც შეეხება 74 წლის კაცს მას ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა და ხობის პოლიციაში აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა. 74 წლის მიშა გოგია დაზარალებულად ცნობას ელოდება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment