👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ტფილისის ჰამქარი" კულტურის სამინისტროს გვერდით, მტკვრის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოყენებული სამშენებლო ტექნიკა არქეოლოგიური ძეგლის ნაშთებს აზიანებს. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება facebook-ზე გაავრცელა.
"SOS - მტკვრის ქუჩაზე კულტურის სამინისტროს შენობის გვერდით (!!!) რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ქუჩის კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო ტექნიკა აზიანებს არქეოლოგიურ ნაშთებს. ზერელე დაკვირვებით ეს არის მე-17, მე-18 საუკუნეების ნაგებობა. დიდი ალბათობით აბანო, კოშკის ნაფუძარი ან სხვა ნაგებობა, რაც აუცილებლად უნდა დაზუსტდეს.. იმის გათვალისწინებით რომ ეს ადგილი იყო ორბელიანთუბანი სავარაუდოდ ნაგებობა უნდა ყოფილიყო ორბელიანების საცხოვრებელი კომპლექსის ნაწილი. სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! მოვითხოვთ არქეოლოგის დაუყოვნებლივ ჩართვას და ნაშთების ჯეროვნად შესწავლა-გადარჩენას!
ველით პასუხს", - წერია განცხადებაში.
ველით პასუხს", - წერია განცხადებაში.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment