👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სერგეი სუროვკინის სამხედრო დანაყოფმა სირიიდან გასვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. გამოსვლის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა.
"დავალების შესრულება დავიწყეთ. 25 თვითმფრინავი, 23 სხვადსხვა აპარატი, კა-52 ორი ვერტმფრენი, სპეცდანიშნულების რაზმი, სამხედრო საველე საავადმოფოების სამხედრო კონტინგენტი და ნაღმის გაუვნებელყოფის ცენტრი, ტოვებს რუსულ ბაზას" , - განაცხადა გენერალმა.
სამხედროების ცნობით, ქვეყანას რუსეთი მთლიანად არ დატოვებს. სირიაში ხმეიმიმის ბაზაზე დარჩება ანტისაჰაერო ძალები და საინჟინრო დაჯგუფება.
ჯარის გაყვანის შესახებ ბრძანება პუტინმა 2016 წლის მარტშიც გასცა, თუმცა უმეტესობა სამხედრო ნაწილი კვლავ რჩებოდა სირიაში.
ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვება მოსკოვში 6 დეკემბერს განაცხადეს. კრემლის თქმით, სირიაში არ დარჩა არცერთი დასახლებული პუნქტი, რომელიც ტერორისტებისგან არ გაათავისუფლეს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment