თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, პარლამენტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების კუთხით კონსულტანტად იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თორდინავაზე დაყრდნობით ipn-ი ავრცელებს.
„პარლამენტში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ბაზაზე შექმნილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის აღსრულების საკოორდინაციო საბჭო. მასში შედიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ამ საბჭოს ფუნქციაა, კანონისა და კანონქვემდებარე აქტების, სტანდარტების ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის სისტემაში დანერგვა. ამ სტანდარტების დასანერგად დიდი შრომაა საჭირო. ერთის მხრივ მუნიციპალიტეტებისთვის კონსულტაციების გაწევა და მეორეს მხრივ – მონიტორინგი, კანონი და სტანდარტები თუ რამდენად სრულდება. აქედან გამომდინარე, კონსულტანტის ფუნქციაა დაეხმაროს პარლამენტის აღნიშნულ საკოორდინაციო საბჭოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონისა და კანონქვემდებარე აქტების, სტანდარტების აღსრულების პროცესში“, – განაცხადა თორდინავამ.
თემურ თორდინავამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობა 13 ნოემბერს დატოვა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment