ადოკატთა ასოციაცის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს. კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით მეორე ტური ჩატარდება. მანამდე კი არასამთავრობო სექტორსა და კანდიდატებს მოუწოდებს დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.
ადვოკატებმა imedinews-ს ვიდეო მიაწოდეს, რომელშიც ასოციაციის წევრების თქმით, უცნობ ქალს ჩანთაში შემოხაზული ბიულეტენები ედო.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა. ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment