👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პირველი ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" განუცხადა.
ქუმსიშვილის თქმით, ამ თემაზე მნიშვნელოვანია ბიზნესთან ახსნა-განმარტებით ნაწილში მუშაობა.
"ასევე იმ ნაწილში, რომ პროცედურულად ფორმების შევსება მარტივი იყოს. თუმცა საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ამაზე მთლიანი გუნდი იმსჯელებს, ავანსები მომსახურებაზე მოიხსნება და საქონელსა და მშენებლობაზე დარჩება თუ არა ეს სამჯელო თემაა. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა მოიხსნას და ჩვეულებრივად ავანსი უნდა დაიბეგროს. თუმცა, რა თქმა უნდა, ბიზნესს ხელოვნური პრობლემა არ უნდა შეექმნას და ამაზე ჩვენ ნამსჯელი გვაქვს", - განაცხადა დიმტრი ქუმსიშვილმა.
11 დეკემბერს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესმენებმა დღგ-ს ავანსების დაბეგვრის გაუქმების საკითხი დააყენეს
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment