Tuesday, December 12, 2017

უნივერსიტეტსა და ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა




2017 წლის 8 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში სტუდენტების პროფესიულ მომზადებას, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას; ასევე სტუდენტების ყოველწლიურ პრაქტიკა/სტაჟირების ორგანიზებასა და სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა დავით კუხალაშვილმა

No comments:

Post a Comment