Wednesday, December 13, 2017

გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილმა ადვოკატები აიცილა

სააკაშვილმა მის მიერ დაქირავებულ ადვოკატებზე: ბექა ბასილაიაზე და დავით კაკოიშვილზე უარი თქვა. აცილების საფუძვლად სააკაშვილმა პოლიტიკური დევნა დაასახელა. სააკაშვილს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ. ამის შესახებ დღეს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
„საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ნათქვამია, რომ მერაბიშვილს მოსთხოვეს სააკაშვილზე ჩვენების მიცემა. ეს მიუთითებს, რომ სააკაშვილზე ხდება პოლიტიკური დევნა. პროცესები მიმდინარეობს დაჩქარებულად. სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და ასევე, არაა თანახმა, მას იცავდეს ადვოკატები. თანახმაა, რომ სახელმწიფომ დანიშნოს ადვოკატები“, - განაცხადა ადვოკატმა კაკოიშვილმა.
სასამართლო სააკაშვილის შუამდგომლობაზე, ადვოკატების აცილების თაობაზე, ამ წუთებში მსჯელობს.
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment