„ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია ლარის გამყარების ფაქტორებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლარის გამყარება პრემიერის ფაქტორის მოკლე ეფექტია. დამენიას თქმით, ლარის გამყარება პრემიერმინისტრის პარლამენტში დაანონსებულ მისვლას უკავშირდება.
„გარკვეული მანიპულაციებით ლარი ჩამოსულია აღნიშნულ კურსამდე. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ამ მიმართულებით ღონისძიებები გატარდა, ამიტომ ლარის კურსის გამყარებას პრემიერის მოკლე ეფექტს დავარქმევდი", - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6258 ლარია.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment