Monday, December 4, 2017

ადვოკატი: მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი ადასტურებს, რომ მოზარდი დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდება. 
„2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის გ.ჯ.-ს ოჯახის განცხადებით, ისინი აპირებენ უახლოეს წუთებში უზრუნველყონ ბრალდებულის შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა. ოჯახმა სულ ახლახან დაადგინა ბრალდებულის ადგილსამყოფელი და მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გ.ჯ. უმოკლეს ვადაში წარადგინონ საგამოძიებო ორგანოში, იმისთვის, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს საგამოძიებო ორგანოებს ნათელი მოეფინოს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს“, - აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. ის დუმილის უფლებას იყენებს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.
სასამართლომ ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთ პირს, რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment