👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, ინფრომაციას კი ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, ძალოვანი მინისტრი სააკაშვილს მოუწოდებს ნუ დაღვრის სისხლს ქვეყანაში.
"ნებისმიერ კონფლიქტს მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტა აქვს - სანამ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველაფერი, რაც არ უნდა მოხდეს გამოსავალი ვერ იქნება. სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს კანონს, გაიაროს სამართლებრივი პროცედურა და რეაგირება მოახდინოს ბრალდებებზე,"- წერს ის.
მანამდე დაპატიმრებული სააკაშვილი მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კურჩენკო.
სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment