👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
უკრაინულ მედიაში ვრცელდება პირველი ფოტოები, რომელზეც ასახულია, როგორ დააკავეს სახურავზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი. lb.ua-ს ინფორმაციით, გავრცელებულ კადრებზე ჩანს, როგორ აიყვანეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც კიევში, კოსტელნის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე იდგა და იქედან მიმართავდა მხარდამჭერებს.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იმ შენობიდან გამოიყვანეს, რომლის სახურავზეც პოლიტიკოსი თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა სახლიდან გამოიყვანა და მიკროავტობუსში ჩასვა.
მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა იმ სახლში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩაატარა. რა დროსაც სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფებოდა და მხარდამჭერებს მიმართავდა, არ მიეცათ პოროშენკოსთვის უფლება, პუტინის ბრძანებით გაიტაცებინათ ის.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს. საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.
ambebi.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:
Post a Comment