ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა აღიარა, რომ ასევე ცნობილ ბრიტანულ ჯგუფ Spice Girls-ის წევრებთან რომანი ჰქონდა. ამის შესახებ გამოცემა Sun-ი წერს.
ერთ-ერთი ტურის დროს, უილიამსმა სიმღერა შემდეგი სიტყვებით დაანონსა: "გამიმართლა, რომ ამ ტურში ვიმყოფები და ასევე Spice Girls-ის 5 წევრიდან ოთხთან გამიმართლა!"
"მე ვთქვი ოთხი ხუთიდან, რადგანაც ხუმრობაში კარგად ჯდებოდა."- დაამატა მოგვიანებით მუსიკოსმა.
თუმცა, ამ აღიარებიდან გაირკვა ისიც, რომ ცნობილმა მომღერალმა ვიქტორია ბექჰემის გულის მოგება ვერ მოახერხა და ის ჯგუფ Spice Girls-ის ის წევრი იყო, რომელმაც რობი უილიამსს სექსზე უარი უთხრა.
ბრიტანული ტაბლოიდები ხუმრობენ, რომ ამ ინფორმაციამ ყველაზე მეტად ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი გაახარა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment