Saturday, December 16, 2017

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის დასრულების თარიღი ცნობილია

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. ეკა გიგაური ამბობს, რომ სავარაუდო ვადა პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრაზე დასახელდა. 
"კონკრეტული ცვლილებები კანონმდებლობაში ნამდვილად შესატანია, მათ შორის იმისთვის, რომ სასამართლოების გადატვირთულობა მოიხსნას, ასევე მნიშვნელოვანია დიაციპლინური პასუხისმგებლობის არსებული სისტემა დაიხვეწოს; რეფორმა უნდა ჩატარდეს მოსამართლეების სკოლაშიც და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ კანონები, რომლებსაც მივიღებთ, შესაბამისად იყოს აღსრულებული და მე ვფიქრობ, ეს სასამართლოში დღეს არსებული გამოწვევაა. ზოგად ვადებზე იყო საუბარი, რომ დაახლოებით ზაფხულამდე უნდა დასრულდეს ეს რეფორმა და ჩვენ შევეცდებით კომისიას ჩვენი რეკომენდაციები წარვუდგინოთ",- განაცხადა ეკა გიგაურმა.
მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას თქმით, შეხვედრა არასამთავრობო სექტორის მოთხოვნის საფუძველზე დაიგეგმა.
„სპეციალური სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტო და ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ჩვენ ახლა 4 საკითხზე ვმუშაობთ, ესენია: სადისციპლინო საკითხები, საქმეთა განხილვის დაჩქარება, საქმეთა ნაკადის მართვა, ვმუშაობთ ასევე იუსტიციის საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირების საკითხზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment