Saturday, December 9, 2017

რუსები ტრამპს ისტორიის უკეთ შესწავლას ურჩევენ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს, ამერიკას უწოდა ნაცია, რომელმაც ორივე მსოფლიო ომში გაიმარჯვა, პირველად გაუშვა ადამიანი მთვარეზე და დააჩოქა კომუნიზმი. 
"ჩვენ ვართ ნაცია, რომელმაც ააშენა პანამის არხი, გაიმარჯვა ორ მსოფლიო ომში, გაუშვა ადამიანი მთვარეზე და მუხლებზე დააჩოქა კომუნიზმი", - განაცხადა ტრამპი.ამერიკელი ლიდერის გამოსვლას კრიტიკულად შეხვდნენ მოსკოვში. სენატორების ფრანც კლინცევიჩისა და ალექსეი პუშკოვის აზრით, ტრამპმა ისტორია უკეთ უნდა ისწავლოს. 
პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს დაიწყო და 1918-მდე გაგრძელდა. აშშ დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს და ომში მხოლოდ 1917 წლის 6 აპრილში ჩაება. ამის მიზეზი გერმანელების მიერ ირლანდიის სანაპიროზე ამერიკული გემის "ლუიზიანას" ჩაძირვა გახდა. მეორე მსოფლიო ომში აშშ 1941 წელს ჩაება, მას შემდეგ, რაც იაპონურმა ავიაციამ პერლ-ჰარბორის ბაზა დაბომბა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment