გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, WolfBerry (Licium Barbarum) ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი მცენარეა და ჩინურად დღეგრძელების ნაყოფს ნიშნავს. მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.
გოჯი ბერის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, ასევე უხვად შეიცავს კალციუმს, თუთიას, რკინასა და ფოსფორს. მცენარის ფოთლებისგან მზადდება უგემრიელესი ჩაი, ხოლო ნაყოფი ფართოდ გამოიყენება, როგორც კულინარიულ ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით. ცოტა ხნის წინ, ჩინეთმა საქართველოს "გოჯი ბერის" 5 სხვადასხვა ჯიშის 1 000 საბაზისო ნერგი გადასცა. ნერგები
საკვლევ ბაზაზე დაირგო. კენკრის ჩირის შეძენა უკვე საქართველოშიცაა შესაძლებელი.
ამ ჯიშის კენკრას ადამიანის ორგანიზმზე მრავალი დადებითი თვისებები ახასიათებს, როგორიცაა: მხედველობის გაუმჯობესება, მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტური მუშაობა, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად. ამასთან ერთად, ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულსისხლძარღვთა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის
ambebi.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment