Friday, December 8, 2017

რომის პაპს "მამაო ჩვენოს" ტექსტის შეცვლა სურს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რომის პაპმა ფრანცისკემ, "მამაო ჩვენოს" ლოცვის თარგმანს არასწორი უწოდა. მისი თქმით, ფრაზა "და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა" -  უნდა იგულისხმებოდეს სატანა და არა ღმერთი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 
იტალიურ ტელეკომპანია TV2000-ზე გამოსვლის დროს, პაპი ფრანგი კათოლიკეების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლებმაც ახლახანს ლოცვის ფრაზა ჩაანაცვლეს - "არ მოგვცე საშუალება ცდუნებაში ჩავარდნის" (do not let us fall into temptation).
"ის არ მაგდებს მე ცდუნებაში და შემდეგ აკვირდება ჩემს ქცევას. მამა ღმერთი ამას არ აკეთებს, ის ფეხზე ადგომაში გეხმარება", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment