👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პროფესიონალი ბრაზილიელი ჯამბაზი ფრანცისკო სილვა, რომელიც ცნობილი იყო ფსევდონიმით "ტირირიკა", 2010 წელს ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი გახდა. სილვა არჩევნების დროს ყველაზე პოპულარული კანდიდატი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ იცოდა წერა და კითხვა.
8 წლის იყო, როდესაც მოხეტიალე ცირკთან ერთად სახლიდან წავიდა და აღარსად უსწავლია. დეპუტატობისას, ის არასდროს აცდენდა სხდომას, თუმცა ტრიბუნაზე არასდროს გამოსულა. გასულ კვირას, 7 წლის განმავლობაში პირველად, ის სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ბრაზილიის ქვედა პალატის 513 დეპუტატიდან, მხოლოდ 8 პარლამენტარი არ აცდენს სხდომებს.
"ჩვენ კარგად გვიხდიან სამსახურისთვის, თუმცა ყველა არ მუშაობს. 513 დეპუტატიდან, რეგულარულად მხოლოდ 8 დადის. მე, ცირკის ჯამბაზი, ერთ-ერთი მათგანი ვარ", - განაცხადა სილვამ.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment